უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობიღ გავრცელდა, ოფიციალურად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.
დახმარების ჯამური ღირებულება $275 მილიონია.
ჯონ კირბის თქმით, მიწოდებული აღჭურვილობა გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავებთან ბრძოლის უნარს.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ვაშინგტონმა კიევს დაახლოებით 19,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.