აშშ-მ რუსეთის კოსმოსურ ძალებს, სანქციები დაუწესა

ირანიდან უპილოტო თვითმფრინავების უკანონო შეძენისა და მათი უკრაინის ომში გამოყენების გამო, აშშ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს სანქციებს უწესებს. 

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს სატელეფონო ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ სანქციებს სამი რუსული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც ირანული თვითმფრინავების შეძენისა და გამოყენების სათავეში იდგნენ“, - განაცახდა კირბიმ. 

ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.