სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო.

თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა.

მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა. 

ასევე წაიკითხეთ: