Twitter 1,5 მილიარდი არააქტიური ანგარიშის წაშლას აპირებს. ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმის ახალმა მფლობელმა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა.
საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც არ შეიცავს „ტვიტებს“ და არც წლების განმავლობაში გამოუყენებია ვინმეს.
Twitter-ში პოზიციის დაკავების შემდეგ, მასკი სწრაფ და საკამათო ცვლილებებს ახორციელებს, მათ შორის იგულისხმება თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობის შეწყვეტა და მუშახელის განახევრება.