ოკუპირებულ ყირიმში რუსული ბაზის დაწვაზე პასუხისმგებლობა პარტიზანულმა მოძრაობა ATESH-მა აიღო

პარტიზანულმა მოძრაობა „ATESH“-მა (უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების მოძრაობა) განაცხადა, რომ მისი აქტივისტები მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ ყირიმის სოფელ რადიანსკისში ყაზარმების დაწვაში.

უკრაინული მედიის ცნობით, მოძრაობა, რუს პერსონალში მსხვერპლის შესახებაც იუწყება.

„უკრაინული ყირიმის სოფელ რადიანსკისში მობილიზებული რუსული არმიის ბაზა იწვის. ჩვენმა აგენტებმა ზუსტად იმუშავეს. ჩვენ ამ პროექტზე დიდხანს ვიმუშავეთ და, რა თქმა უნდა, მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსული არმიის განადგურებას“, - ამბობს მოძრაობა სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.

ხანძარი 10 დეკემბერს, ღამით გაჩნდა.