სლოვაკეთი მზადაა, უკრაინას თავისი MiG-29 ტიპის მოიერიშე თვთმფრინავი გადასცეს.
ამისთვის მზადება შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტილავ კაჩერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.
„მიგ-29 ჯერ არ გადმოგვიცია, მაგრამ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. NATO-ში პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა რასტილავ კაჩერმა.
მისივე თქმით, ამის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრეს.