17 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.
ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს.
- ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს
- ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია
უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ ოთხმხრივი შეთანხმება , პროექტში მმონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდება.
შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება.
„ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას.
გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“.
ასევე წაიკითხეთ: