ბელორუსმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

ბელორუსიში, შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.

შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა. წერს რუსული მედია. 

„ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის - ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დავალებით, უშიშროების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობით, დაიწყო საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

სამხედრო ძალების შემოწმებისას, რესპუბლიკაში, გარკვეულ გზებზე გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული, - აცხადებენ სამინისტროში.