თოყაევი: ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ინდური კომპანია Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი მიიღო.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი მუშაობს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე და აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR).

ადანმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ კომპანიის ინტერესია ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობა ენერგეტიკის, ნავთობქიმიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების სეგმენტებში.

  ასევე წაიკითხეთ: