თანამედროვე პირობებსა და ახალ რელობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი იზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა SCO-ს წევრი ქვეყნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, პერსპექტიული სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი კიდევ უფრო განვითარდება.
„აქტაუს პორტს აქვს საკმარისი პოტენციალი, იმისთვის, რომ ამ მარშრუტზე ჰაბი გახდეს. „ინდოეთი – სპარსეთის ყურის ქვეყნები – ირანი – ყაზახეთი – რუსეთი“.
თანამედროვე პირობებში ასევე იზრდება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანზიტო ნაკადების უზრუნველყოფისთვის. ამ მარშრუტის შესაძლებლობების გამოყენება და ტვირთების ტრანზიტის ერთობლივი ძალებით განხორციელება ტვირთების სტაბილურ მოცულობებსა და მდგრად გადაზიდვებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ალიჰან სმილოვმა.
ასევე წაიკითხეთ: