აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს - CNN

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გასაგზავნად ემზადება.

ამის შესახებ CNN იტყობინება აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

„პენტაგონის გეგმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ვიდრე ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოწერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

CNN-ის ცნობით, ამის შემდეგ, სისტემები უახლოეს დღეებში გაიგზავნება, ხოლო უკრაინის ძალები წვრთნას გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან.