ზელენსკი: უკრაინაში რეფორმები ომის დროსაც გრძელდება

უკრაინაში რეფორმების ისტორია ომის ფონზეც გრძელდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ამით ის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციას გამოეხმაურა.

„დღეს ხელი მოვაწერე რადას მიერ მიღებულ კანონს კიევის რაიონული ადმინისტრაციული სასამართლოს ლიკვიდაციის შესახებ. ეს ამბავი დასრულდა. რეფორმების ისტორია გრძელდება - გრძელდება ომის დროსაც.

მადლობა ყველას, ვინც მუშაობს უკრაინაში! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც ამჟამად ფრონტის ხაზზეა, ვინც ამჟამად იბრძვის! ჩვენ მხარს გიჭერთ, მტკიცედ გვჯერა თქვენი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.