Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძლება, უკრაინაში რუსეთთან ომის შემდეგ ეტაპზე გამოჩნდეს.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან განაცხადა.
„Patriot-ი ხანგრძლივი დისკუსიის საგანია ჩვენს პარტნიორებთან, რადგან ეს არის ძალიან დახვეწილი და ძვირი სისტემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ Patriot-ები იქნებიან ჩვენი ბრძოლის ველზე, თუმცა - შემდეგ ეტაპზე,” - განუცხადა რეზნიკოვმა CNN-ს.
თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის ჯარები ყოველდღიურად მუშაობენ, რათა იპოვონ უკეთესი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ გაშვებულ ირანში წარმოების კამიკაძესთან ბრძოლისთვის.