ევროპარლამენტმა უკრაინელი ხალხი სახაროვის პრემიით დააჯილდოვა. „დღეს ჩვენ უკრაინის მამაც ხალხს გადავცემთ ევროპარლამენტის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის. უკრაინელი ხალხი არამხოლოდ დამოუკიდებლობისთვის, არამედ ღირებულებებისთვის ომშა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
გასულ წელს, სახაროვის პრემია რუსეთში ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის გადაეცა.
პრემია საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.