ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებისთვის ჩეხეთის სენატს მადლობა გადაუხადა. 

„მივესალმები ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომ ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ჩემი ჩეხი მეგობრების, სიმართლის დამტკიცებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.

რუსეთის, ყველა წარსული და ამჟამინდელი დანაშაულისთვის დასჯა გარდაუვალია", - განაცხადა ზელენსკიმ. 

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა. 

საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.