ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში NATO-ს 2023 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტებზე შეთანხმდნენ.
ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 370,8 მილიონი ევროთი (27,8%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), სამხედრო კი 1,96 მილიარდ ევროთი (25,8%-ით მეტი) განისაზღვრა.
ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი NATO-ს პერსონალის ხელფასებს, საოპერაციო ხარჯებს და პროგრამულ ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სამხედრო - ფარავს NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის შტაბის ოპერაციულ ხარჯებს, ასევე მთელ მსოფლიოში მისიებსა და ოპერაციების დაფინანსებას.
NATO-ს თანადაფინანსების კიდევ ერთი ელემენტია ალიანსის უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემას ეხება.
2023 წლისთვის პროგრამის ზედა ზღვარი 1 მილიარდი ევროა, რაც 26.6%-ით მეტია 2022 წლის დაფინანსებასტან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მადრიდში გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ინვესტიციები NATO-ში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გამოწვევებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, გერმანია მიზნად ისახავს მიაღწიოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანს, რომ თავდაცვაზე 2025 წლისთვის მშპ-ს სულ მცირე 2% დახარჯოს.