სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ჰეგერის პარტიის წევრებმა კენჭის ყრის დროს დარბაზი დატოვეს.
უნდობლობს გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას 78 მხარდამჭერი ჰყავდა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, პარლამენტის 20 წევრი იყო. ორმა თავი შეიკავა.
სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ბორის კოლარის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 2023 წელს ჩატარდეს.
სლოვაკეთის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა, სუზანა ჩაპუტოვამ მთავრობა უნდა გადააყენოს. მომავალ არჩევნებამდე ედუარდ ჰეგერის მთავრობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ექნება.