ესტონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში მის საბოლოო გამარჯვებამდე. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა რადას სპიკერის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, აგრესორს არ უნდა მიეცეს უფლება, შეარყიოს საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპები.
„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე. რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი თავის აგრესიულ დანაშაულებზე", - ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.