თურქეთში, სტამბულში ქალაქის მოქმედი მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა სასამართლოს მიერ ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტი გააპროტესტეს.
აქტივისტებმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის პორტრეტი გამოფინეს და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს.
ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.