გერმანიის საგარეო მინისტრი ჰეიკო მაასი ევროკავშირს მოუწოდებს, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ნერვული აგენტით ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.
”სანქციები ყოველთვის უნდა იყოს მიზანმიმართული და პროპორციული. მაგრამ ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონვენციის ასეთი მძიმე დარღვევა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. ამ საკითხზე ავროპაში ერთი აზრი არსებობს ”, - განაცხადა მაასმა ახალი ამბების პორტალ t-online-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, თუკი გერმანიის, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორების შედეგები დადასტურდება, ევროკავშირს ამაზე აშკარა რეაგირება ექნება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს მომავალ სამიტზე განიხილავენ, რომელიც 15-16 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.