უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა, ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ  ირანული „შაჰედ-136“-ის თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო.

მისივე თქმით, პარასკევს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს, რუსეთის ძალებმა ირანული თვითმფრინავები არ გამოიყენეს, მაგრამ ეს შეიარაღება ირანისაგან მიიღეს. 

„ეს არის ახალი პარტია, რაოდენობაზე ახლა კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ, მაგალითად, გუშინდელი მასიური სარაკეტო დარტყმის დროს „შაჰედ-136“-ი არ იყო გამოყენებული“, - განაცხადა იუსოვმა მედიასთან. 

ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.