შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 19,3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
მისი თქმით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 22,1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების მიზნით.
რაიდერის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აშშ გააგრძელებს „მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მიაწოდოს ძირითადი შესაძლებლობები და დახმარება, რაც ასევე მოიცავს წვრთნებსაც“.