ერაყში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 სამართალდამცველი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკთან აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო.