კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავად თავდამსხმელს კი პოლიციამ ესროლა. ამის შესახებ AP იტყობინება.
„საშინელი სურათია. ექვსი გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია [სროლაში - რედ.] დანარჩენი ხუთი მსხვერპლია“, - განაცხადა იორკის რეგიონული პოლიციის უფროსმა ჯეიმს მაკსვინმა.
მისი თქმით, მეშვიდე ადამიანი, რომელსაც ეჭვმიტანილმა ესროლა, საავადმყოფოშია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.