უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და მსოფლიო მედიას, რომლებმაც გააზიარეს მისი მიმართვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ Fifa-მ დაბლოკა.
„კატარში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ყველას აქვს გამარჯვების შანსი, ყველას შეუძლია, აჩვენოს, რომ ის ყველაზე ძლიერია. მაგრამ კონკურენცია სათამაშო მოედანზეა და არა ბრძოლის ველზე. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, არის წითელი ბარათი და არა წითელი ღილაკი. როცა ადამიანებს ფეხბურთი აერთიანებს, მათ მშვიდობა აერთიანებს. სწორედ ამიტომ მოვამზადე სპეციალური მიმართვა უკრაინიდან მთელ მსოფლიოში. დღეს ყველას, ვინც აფასებს მშვიდობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ დაბლოკა მისი მიმართვის ჩვენება ფინალური თამაშის წინ, მსოფლიომ მაინც გაიგო მისი მოწოდება.