ორ წელზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება.
ადგილზე სამუშაოების 40% რკინიგზის ხაზზე და 70% მაგისტრალზე დასრულებულია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. ეს გამოიწვევს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას.
მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსებაა გათვალისწინებული ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ტონას შეადგენს.
„ეს ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის 25 მილიონ ტონამდე გაზრდას“, - აღნიშნა ალიევმა.