რუსეთის ფედერაციაში, ჩუვაშეთში, გაზსადენზე აფეთქება მოხდა

მედიის ცნობით, ჩუვაშეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია, აფეთქების შემდეგ, გაზსადენს ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაზსადენზე გაჟონვა გახდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, 19 დეკემბერს, მსგავსი შემთხვევა ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკთან მოხდა. იქ გაზის მაგისტრალს ცეცხლი გაუჩნდა.