მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს.
„მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
როგორც ცვნობილია, ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება. ამასთან, დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი ბაიდენთან შეხვედრის გარდა მოიცავს კომუნიკაცას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან.
ამასთან, წყარო CNN-ს ეუბნება, რომ ვიზიტის დროს ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინისთვის.