რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, მოულოდნელი ვიზიტით პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად ჩავიდა.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო xinhua იტყობინება, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს.
„ჩვენ განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და ერთიან რუსეთს შორის ურთიერთქმედების საკითხები.
განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველია ეკონომიკა, ინდუსტრიული თანამშრომლობა და მრავალი სხვა. განიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი“, - განაცხადა მედვედევმა Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის 300 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება არაერთხელ მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.