რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში РС-28 სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში პირველად მოიყვანენ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ახლო მომავალში საბრძოლო მზადყოფნაში პირველად იქნება მოყვანილი სარმატის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, „რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნება", - აღნიშნა რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტმა.
ამავე სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარმატის წარმატებით გამოცდის შემდეგ, ამ სისტემის განლაგებაზე მუშაობა დაიწყო.