უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინელი სამხედროსგან საჩუქარი გადასცა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს თავისი ჯილდო და წერილი ბახმუტიდან გაუგზავნა.
ინფორმაციას Reuters-ის ჟურნალისტი სტივ ჰოლანდი Twitter-ზე ავრცელებს.
„ამ ჯიდლოს არ ვიმსახურებ, მაგრამ მადლობელი ვარ“, - განაცხადა ბაიდენმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიმდინარეობს. 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.