უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც ჯო ბაიდენს შეხვდება.
ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის კართან შეხვდა. ფოტოსესიის შემდეგ თეთრ სახლში პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კონგრესის ერთობლივ სესიაზე.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადებს.
აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო.