პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს (პატრიოტი - რედ.) მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად", - თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის.
თეთრ სახლში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა.