„საათი უკრაინისთვის“ ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის) ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა. სულ 60-ზე მეტ ცნობილ ადგილზე გამოირთვება სინათლე, მათ შორის ბრიუსელში, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობებში
 
An Hour For Ukraine-ის ფარგლებში ასევე ჩაბნელდება რომის კოლიზეუმი, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში და სიდნეის ოპერა

სოლიდარობის სიმბოლური აქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით ჩატარდა, უკრაინის სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შეძენის კამპანიის ნაწილია.