„თუ ჩვენ გვინდა, აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა, დროა, გავაუქმოთ ევროპარლამენტი“, - ამ მოწოდებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა.
Politico-ს ცნობით, ორბანმა ევროპარლამენტის ახლანდელ სკანდალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული გარანტიები სამწუხაროდ, ჩავარდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატებისგან დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, მედიაში 10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციაში დადანაშაულების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კაილი პარტიიდანაც გარიცხეს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
ევა კაილის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაკავეს.
ისინი ეჭვმიტანილნი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.