ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება პუტინთან საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, პუტინთან მოლაპარაკების გარეშე არ დასრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თვლი თუ არა რომელიმე უცხო ლიდერს მტრად, დიალოგი კვლავ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ჯო ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ლიდერი ომს წააგებს.

„პრეზიდენტი ზელენსკი და მე, ორი ქვეყანა გაერთიანებულნი ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ უკრაინისთვის, 21,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.