Unian-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდმა პორტ „უსტ-დუნაისკის“ (ოდესის ოლქი) კომპლექსის ქონების გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა.
ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში სახელმწიფო ქონების ფონდის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სლავსკის თქმით, სახელმწიფო საწარმოს Sea Trade Port Ust-Dunaysk-ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საზღვაო პორტის კომპლექსის პრივატიზაცია იგეგმება.
2019 წელს მისმა ტვირთბრუნვამ მხოლოდ 71 ათასი ტონა (ქვეყნის ყველა საზღვაო პორტის ტვირთბრუნვის 0,05%) შეადგინა.
„უკრაინაში პირველად გამოცხადდა პორტის პრივატიზაცია. ეს სახელმწიფოსთვის ახალი გამოცდილებაა - მთლიანი პორტის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მანამდე სახელმწიფოს ჰქონდა არასრული გამოცდილება კონცესიისა და სხვადასხვა ფორმატში პორტის ნაწილების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრ სლავსკიმ.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში Ust-Dunaysk-მა მიიღო 848 000 გრივნას წმინდა მოგება. იანვარ-ნოემბერში პორტმა ყველა დონის ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიონი გრივნა გადაიხადა.