აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, 29 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტი უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გულისხმობს. ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის 23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.
1,7 ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის 2023 წლის სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტს 23 დეკემბერს უყრის კენჭს.