უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ოფისიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„დილა მშვიდობისა ყველას! მოგესალმებათ. გესმით უკვე ჩვენი ტელეფონების ხმა ისმის (ფონზე ტელეფონების ზარის ხმა ისმის - რედ.) ჩემს ოფისში ვარ. ჩვენ გამარჯვებისთვის ვმუშაობთ. კარგ დღეს გისურვებთ ყველას! ჩვენ მათ ყველას დავამარცხებთ“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი საერთაშორისო ვიზიტი, აშშ-ში განახორციელა.