ნიდერლანდები 2023 წელს 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურს მხარდაჭერას გაუწევს. ჩვენ გამოვყოფთ 2,5 მილიარდ ევროს 2023 წელს. უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ნიდერლანდების იმედი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნიდერლანდებმა უკვე თითქმის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას.