დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთში მეოთხედი მილიარდი ადამიანი დაავადდა კოვიდით, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. წერს Bloomberg მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე წარადგინეს.
ამ შეფასებით, 20 დეკემბერს მხოლოდ ერთ დღეში კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
ამავდროულად, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა ახლახან შეაფასეს შემთხვევების სავარაუდო რაოდენობა დღეში მხოლოდ მილიონ ადამიანზე.
მათი თქმით, დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთი ათასი ადამიანის დონეზეა. ოფიციალურად, ჩინეთის ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისიდან მხოლოდ 3000 შემთხვევა დაადასტურა.
ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იცავდა კოვიდთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, 2022 წლის ბოლოს განაგრძო შეზღუდვების მკვეთრი შემსუბუქება.
ამის მიზეზი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო, რაც გამოწვეული იყო მუდმივი ჩაკეტვისგან დაღლილობით.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შეწყვეტილიყო კოვიდ-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები, მაგრამ შემდეგ დაიწყეს პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება.
ხელისუფლების თანახმად, ჩინეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული, მაგრამ ხანდაზმულთა შორის, რომლებიც ძირითად რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ნახევარზე ნაკლები იყო აცრილი.
ამავდროულად, დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ჩინეთში გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობაში.