რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია ექვსი პირი.
როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.