საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შობის დღესასწაულს ულოცავს:
„შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ დასავლური რიტის (წესის) ქრისტიანებო! დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით.
დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტზე, რუბიჟნოესა და კრემინაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდება, მაგრამ არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს.
ვიღაც „შჩედრიკს“ სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში.
და ვიღაც ტყვეობაში შეხვდება ამ შობას, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ თავისუფლებას დავუბრუნებთ ყველა უკრაინელს. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, ჩვენ დღეს ერთად ვიქნებით.
სურვილს ჩავიფიქრებთ. ერთი ყველასათვის. და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის. და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასათვის. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით. როგორც ყოველთვის.
განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას. ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში პირველად 25 დეკემბერს შობა ოფიციალურად 2017 წელს აღნიშნეს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელის ტანახმადაც 25 დეკემბერი უქმედ გამოცხადდა.
ამგვარად უკრაინაში მცხოვრები კათოლიკები, პროტესტანტები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარებას შეძლებენ.
აქამდე უკრაინაში შობას, საქართველოს მსგავსად, ოფიციალურად მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდნენ. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს.
25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით.