ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ლიეტუვამ უკრაინას უკვე გადასცა საბჭოთა წარმოების უამრავი იარაღი, რომელიც აუცილებელი იყო რუსული ძალების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად.
„ამჟამად ლიეტუვა აგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. ქვეყნის სასწავლო ცენტრებში 400-მდე უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი გადამზადდა და ეს სამუშაო გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ მომავალ წელს გავაგრძელოთ უკრაინელი სამხედროების და ინსტრუქტორების წვრთნა ლიეტუვაში“, - აცხადებს მინისტრი.