გაეროს შეფასებით, თალიბანის ბრძანება, რომელიც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს, ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ისლამისტმა მმართველებმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალმა თანამშრომლებმა ჩაცმის წესები დაარღვიეს ჰიჯაბის არტარებით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა ხსენებული ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს იქნება „დამანგრეველი ავღანელი ხალხისთვის“.
ენტონი ბლინკენი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ ქალები მთავარ როლს ასრულებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებში მთელ მსოფლიოში.
„ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დამღუპველი იყოს ავღანელი ხალხისთვის", - განაცხადა ბლინკენმა.
ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომელმა BBC News-ს განუცხადა, რომ მათი წარმომადგენლობა „თალიბანის“ ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავდა და რომ თუ ქალებს არ მიეცათ მუშაობის უფლება, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურება.