თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადო აღმოაჩინა.

Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად.

„გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, - განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი. 

თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა, ახალ აღმოჩენემდე 540 მილიარდი კუბური იყო.