რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს.
„ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის სფეროში.
„ოქტომბერში სოფიაში ამოქმედდა საბერძნეთი-ბულგარეთის გაზსადენი. 16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და რუმინულმა Romgas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუმინეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამრიგად, აზერბაიჯანი გაზს ევროპის მეოთხე სახელმწიფოს მიაწვდის“, - განაცახდა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.