სანქციების გამო რუსული „აეროფლოტის“ 13 თვითმფრინავი დააყადაღეს

ამჟამად „აეროფლოტის“ ჯგუფს აქვს 357 თვითმფრინავი, რომელთაგან 13 უცხოური წარმოების ავიალაინერი, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაყადაღებულია. 

ამის შესახებ „აეროფლოტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ალექსანდროვსკიმ განაცხადა.

„ამავდროულად, „აეროფლოტის“ თვითმფრინავების უმეტესობის ფრენები დაბლოკილია გეგმიური, ტექნიკური, ან საერთაშორისო ფრენებისას საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო“, - განაცხადა სერგეი ალექსანდროვსკიმ.


11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ.

ამ  სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები  „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ  მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე.

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია.


ასევე წაიკითხეთ