ლიეტუვის მართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ, რომელიც ვილნიუსში გამართა, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაგმო და გადაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსგან კიდევ უფრო დიდი დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესი დააჩქაროს.
ინფორმაცია ვილნიუსში 27 დეკემბერს ჩატარებული კრების შესახებ, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
შეხვედრას, სასულიერო პირებთან და მონასტრებთან ერთად, ესწრებოდნენ ლიტვის ყველა მართლმადიდებლური სამრევლოების წარმომადგენლები საერო პირებიდან, განაცხადა ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიის პრესმდივანმა მარია იაკუბოვსკაიამ.
კრების მონაწილეთა განცხადებით, ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპული პოზიციაა, რომ მისი სტატუსი რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს.
საეპისკოპოსო შედის ლიეტუვის ტრადიციულ რელიგიურ თემებს შორის და დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციაა, თუმცა, კანონიკური კავშირი აქვს მოსკოვის საპატრიარქოსთან. კრების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კავშირი არ წარმოადგენს შეფერხებას ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.