ტუზლას მახლობლად მილსადენში გაზის გაჟონვის გამო, სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.
გადაწყვეტილება სიფრთხილის ღონისძიების ფარგლებში მიიღეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდების აფრენის ზონაში გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი დროით 13:05 საათიდან დროებით შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია საჰაერო ნავსადგურთან.